რატომ ვერ აკეთებენ ადამიანები დანაზოგს?

ადამიანების უმრავლესობა ვერ ახერხებს 10% დანაზოგის გაკეთებას, იმის გამო, რომ ისინი ფიქრობენ, აი გადავიხდი და ვიყიდი ყველაფერს რაც საჭიროა და დარჩენილს გადავდებო…დარჩენით კი თანხა არასდროს რჩებათ… რაშია გამოსავალი?1) პირველ რიგში უნდა გადადოთ შემოსავლის 10% და შემდეგ 90%-ით შეძლოთ ცხოვრება;2) მეორე გზა არის ის, რომ უბრალოდ მივეჩვიოთ დანაზოგის გაკეთებას და თუ 10% არა 1% დავიწყოთ, მთავარია მუდმივად ვაკეთებდეთ და არ გავაჩეროთ პროცესი, ჩვევის გამომუშავების შემდეგ კი ჩვენ თავად მოგვინდება მეტი დანაზოგის გაკეთება;3) მესამე და ჩემთვის ყველაზე საყვარელი გზა არის, დანაზოგის პროცესის ავტომატიზება. მიაბით ყველა თქვენს ბარათს ანაბარი, ისე რომ ყოველ გადახდილ თანხაზე 1 ლარი ან ნაკლები გადადიოდეს დანაზოგში.თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, … ვრცლად რატომ ვერ აკეთებენ ადამიანები დანაზოგს?

გაქვთ ნორმალური შემოსავალი და მაინც ვერ აკეთებთ დანაზოგს?

თუ გაქვთ საკმაოდ ნორმალური შემოსავალი და ვერ აკეთებთ დანაზოგს, 2 წუთში გეტყვით რის ხარჯზე გააკეთოთ ის:1) გადაეჩვიეთ ყოველდღიურად ყავის ყიდვას კაფეტერიებში, სადაც ყავის ფასი 4 ლარიდან იწყება 😃😙🙈🙈🙈🌺2)მარკეტში შესვლამდე ზუსტად განსაზღვრეთ რა გჭირდებათ და რა უნდა იყიდოთ 👍👍👍👍🥰🥰🌺🎊🎊3)თუ გაქვთ 1 მკვებავი, სუნამო, შრატი და ა.შ ნუ იყიდით, მეორეს, მესამეს და მეხუთეს; 🎊🌺🌺🌺🌺🎊🎊🎊🎊🎊4)თუ შეგიძლიათ მიიღოთ სალონური მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად, სნობიზმი ნუ დაგემართებათ და ნუ გადაიხდით მეტს, მხოლოდ იმის გამო რომ თქვათ მე ამა და ამ სალონში დავდივარო 🙈🙈🙈💖💖💖💖💖5)ნუ იყიდით 200, 300 და 500 ლარიან ფეხსაცმელს (ტანსაცმელს), იყიდეთ ნაკლებად ძვირიანი და დაზოგეთ თანხა თქვენი მომავლისთვის! 🎁🎁🎁🎁🎁🎁P.S თუ არაფრის შეცვლა არ გსურთ, ნურაფერს … ვრცლად გაქვთ ნორმალური შემოსავალი და მაინც ვერ აკეთებთ დანაზოგს?

არავისზე ნაკლები არ ხართ და არავინ არის თქვენზე მეტი

✔ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველას სხვადასხვა ინტერესები აქვს. მე მაგალითად, მიუხედავად იმისა რომ მაღალ ნიშნებზე დავამთავრე სკოლა, საერთოდ არ ვერკვევი გეოგრაფიასა და ისტორიაში, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე მოვლენას, საქართველოს ისტორიიდან… 😂😂😂 იმიტომ კი არა, რომ რთულად მეჩვენება ან მეჩვენებოდა როდესმე, უბრალოდ არ მაინტერესებდა. ისტორიულ რომანებსაც კი ვერასდროს ვუდებდი გულს. ყველა ასეთ საგანს, ვსწავლობდი 1 დღისთვის, ნიშნისთვის ანუ უგულოდ… 🤩🤩👍👍👌👌👌 სამაგიეროდ მკითხე ნებისმიერი ტრიგონომეტრიული ფორმულა ან ამოცანა, დღემდე მახსოვს 🙈🙈🙈🙈 საპირისპირო ხდება ჩემი შვილის შემთხვევაში. ის იმდენად ჰუმანიტარია, რომ ამბობს დამატებით გაკვეთილებზე (ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისთან) სიღრმისეულად არ ვსწავლობ ისტორიასო… 🤔🤔🤔🤔🤔 რაზე მოვაყოლე ეს ყველაფერი, მოკლედ მინდა გითხრათ, რომ არავისზე ნაკლები არ … ვრცლად არავისზე ნაკლები არ ხართ და არავინ არის თქვენზე მეტი

ვის დასჭირდა კორონა ვირუსის გავრცელება?

სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მესამე კაცი და ყოველი მეოთხე ქალი იღუპება სიმსივნით! მხოლოდ წინა წელს 17,5 მლ. ადამიანი გახდა მისი მატარებელი და 8,7 მლ. ადამიანი დაიღუპა…   მიჩნდება კითხვა: რატომ არავინ ავრცელებს ყოველდღე ამ ინფორმაციას, რატომ ამ საკითხზე არ თესავენ შიშს და პანიკას, რაც ნამდვილად საპანიკოა? იმდენად არ ვართ ინფორმირებული ამ დაავადების სტატისტიკით, რომ უფასო სკრინინგსაც კი თითქმის არავინ მივმართავთ… იმის თქმა მინდა, რომ უდიდესი ძალა აქვს ინფორმაციის გავრცელების წყაროებს და სისტემატიურ ხასიათს… …რატომ? ვის დასჭირდა კორონა ვირუსის ასე საშიშად წარმოჩენა? რა ხდება მსოფლიოში? არსებობს ჩემთვის მისაღები 2 ვერსია: 1) ჩინეთის მთავრობამ თავად გაავრცელა ეს ვირუსი, შექმნა ინფორმაციული პანიკა, რომ დაცემულიყო … ვრცლად ვის დასჭირდა კორონა ვირუსის გავრცელება?

7 ხერხი, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას მოგიტანთ!

1) თუ გსურთ ოჯახური ცხოვრება მყუდრო და ბედნიერი გქონდეთ, ნუ იბუზღუნებთ! ყველა ხერხიდან, რომლებსაც სიყვარულის მოსპობა შეუძლია, ბუზღუნი ყველაზე უტყუარია. იგი მოქმედებს როგორც გველის შხამი; 2) ნურასოდეს ეცდებით თავიდან აღზარდოთ ერთმანეთი! ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სახლი, უნდა იყოს ადგილი სადაც ოჯახის წევრები შეძლებენ დაისვენონ სულიერად და გონებრივად, ეს კი შეუძლებელია გაუთავებელი პრეტენზიების ფონზე; 3) არ გააკრიტიკოთ! რაც არ უნდა სულელურად მოგეჩვენოთ თქვენი მეუღლის კომენტარი, არასოდეს გააკრიტიკოთ იგი, განსაკუთრებით საზოგადოებაში; “ბედნიერი ცოლ-ქმრული ცხოვრება დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, რომ ნახოთ შესაფერისი ადამიანი, არამედ იმაზეც, რომ თვითონ გახდეთ ასეთი ადამიანი!” 4) გულწრფელად აღფრთოვანდით თქვენი მეუღლის საუკეთესო თვისებების გამო! მეფის რუსეთის უმაღლეს საზოგადოებაში მიღებული იყო … ვრცლად 7 ხერხი, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას მოგიტანთ!

წარმატებული ადამიანების 17 ცხოვრებისეული წესი:

1. დროს იყენებენ ეფექტურად; 2. შეცდომებს აქცევენ შესაძლებლობად; 3. ყოველთვის არიან მოქმედების პროცესში! 4. ისინი აკეთებენ საყვარელ საქმეს! 5. ფულის მიმართ აქვთ სწორი დამოკიდებულება; 6. სწორად არჩევენ გარემოცვას! 7. იმაღლებენ ფინანსურ ინტელექტს; 8. რწმენა საკუთარი თავის და საკუთარი იდეების; 9. არ დებენ ყველა კვერცხს ერთ კალათში; 10. 10% დანაზოგის პრინციპი; 11. ერიდებიან სამომხმარებლო კრედიტებს; 12. არიან ქველმოქმედნი; 13. მუდმივად ვითარდებიან და სწავლობენ სიახლეებს; 14. ემსახურებიან ადამიანებს სწრაფად და ხარისხიანად 15. მუდმივად არიან ჩართული თავიანთ ბიზნეს პროცესებში; 16. არიან პრინციპულები და მიზანდასახულები; 17. მათი უმრავლესობა არის პოზიტიურად მოაზროვნე; ვრცლად წარმატებული ადამიანების 17 ცხოვრებისეული წესი:

შვილების აღზრდის საიდუმლო მათ შექებაშია! ❤️

📣ერთხელ, როდესაც პატარა თომას ედისონი სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ წერილი ხმამაღლა ცრემლიანი თვალებით წაიკითხა: “თქვენი შვილი გენიოსია, აქ ჩვენ არც შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები არ გვყავს, რომ თქვენს შვილს რაიმე ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ”. დედის სიკვდილიდან მრავალი წლის შემდეგ (როდესაც ედისონი უკვე ცნობილი მეცნიერი იყო) თომასი ოჯახის არქივს ათვალიერებდა როდესაც ამ წერილს წააწყდა, მან წერილი გახსნა და წაიკითხა: “თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას ამეცადინოთ სახლში” ედისონი რამდენიმე საათის განმალობაში ფიქრობდა, შემდეგ კი დღიურში ჩანაწერი გააკეთა: “თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ … ვრცლად შვილების აღზრდის საიდუმლო მათ შექებაშია! ❤️

როგორ გავუგოთ ქალებს?

…მამაკაცები ხშირად იყენებენ ფრაზას: “ქალებს რას გაუგებ!”… არა და ძალიან მარტივია გაუგო მათ. …მაინც როგორ გავუგოთ ქალებს? 1) მამაკაცს უნდა ახოვდეს, რომ თუ მისი საყვარელი ქალი მოწყენილია, ყველა საქმე უნდა გადადოს, მივიდეს მასთან, ხელები მოხვიოს და მოწყენის მიზეზი ჰკითხოს. ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით, პრობლემების დროს თანამოაზრეს ეძებენ, თუ ვის შეუძლიათ გული გადაუშალონ… 2) ქალი იშვიათად გთხოვთ დახმარებას, რადგან ის ელოდება, რომ თქვენ თავად გამოიჩენთ ინიციატივას და იზრუნებთ მასზე… 3) არ მისცეთ უფლება მას ასწიოს მძიმე ნივთები და ყოველთვის შეეცადეთ, რომ ის დარჩეს თქვენი ყურადღების და ზრუნვის ცენტრში… 4) გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი ქალი კარგი მეგობარიც უნდა იყოს, რომელსაც ყოველთვის მოუსმენთ და მზად … ვრცლად როგორ გავუგოთ ქალებს?

ბედნიერება

…ერთხელ ბრძენთან მივიდა ერთი ქალი და შესჩივლა მას: – თითქოს ყველაფერი მაქვს, რასაც ვისურვებ: ოჯახი, შვილები, საუკეთესო მეუღლე, კეთილდღეობა, მაგრამ ბედნიერების შეგრძნება მაინც არ მაქვს და მირჩიეთ როგორ მოვიქცეო. ბრძენმა უთხრა: – აქედან რომ წახვალ, გზად გაიარე და ქათმები იყიდე, ისინი ეს ერთი კვირა შენ სახლში აცხოვრე და შემდეგ ჩემთან მოდიო. გავიდა ერთი კვირა და ქალი მივიდა ისევ ბრძენთან, მან კი უთხრა: – ახლა გოჭები იყიდე და ისინი შეიყვანე სახლში, ერთ კვირაში კი კვლავ მოდიო. ქათმებმა და ღორებმა სულ დასვარეს სახლი, გააფუჭეს ავეჯი და იატაკი. ქალი უკვე სასოწარკვეთილი მივიდა ბრძენთან. მან კი სრული სიმშვიდით მიუგო: – ყველაფერი სახლიდან გაიყვანე და … ვრცლად ბედნიერება